ფულადი დახმარება იქნება - პრემიერი მორაგბეებს შეხვდა
Aa
Aa

ფულადი დახმარება იქნება - პრემიერი მორაგბეებს შეხვდა

რაგბის საინიციატიბო ჯგუფის წევრებს ქვეყნის პრემირ-მინისტრი გიორგი გახარია შეხვდა.

„დიდი 10“-ის წევრებდა და ვეტერან მორაგბეებ პრემიერ დახმარებას დაპირდა.

ჯგუფის წევრების თქმით სახელმწიფო მათ ფინანსურს დახმარებას გაუწევს და საქართველოს ჩემპიონატი სექტემბერში განახლდება.

შეხვედრას საინიციატივო ჯგუფის 3 წევრი და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე ესწრებოდნენ.

"ბატონი პრემიერი დაგვპირდა, რომ შეიქმნება საბჭო, სარეკომენდაციო სახის იქმნება ეს საბჭო, შემოვა მმართველი, რომელიც ამ საბჭოს დახმარებით არჩევნებამდე, რომელიც დეკემბერში გაიმართება მიიყვანს რაგბის კავშირს. პლიუს დაგვპირდნენ, რომ სექტემბრიდან ჩემპიონატი განახლდება აუცილებლად და პრინციპში კმაყოფილები ვართ ამ შედეგებით" - განაცხადა ალექსანდრე საკანდელიძემ. 

შეგახსენებთ,რომ კლუბებში არსებული ფინანსური კრიზისის გამო, საქართველოს ჩემპიონატის განახლება ვერ მოხერხდა.

32 კლუბიდან 31 გუნდმა საინიციატივო ჯგუფი ჩამოყალიბა, რომელმაც 14 აგვისტოს პრესკონფერენცია გამართა და ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა სწორედ გიორგი გახარიასთან შეხვედრა გახლდათ.

ის ერთი გუნდი, რომელიც საინიციატივო ჯგუფში არ შევიდა „ლელოა“ , რომლის დამფუძნებელი გამგეობის წევრია

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები