სუარესი: ჩემი კუმირები გაბრიელ ბატისტუტა და ენცო ფრანჩესკოლი იყვნენ
Aa
Aa

სუარესი: ჩემი კუმირები გაბრიელ ბატისტუტა და ენცო ფრანჩესკოლი იყვნენ

„ბარსელონას“ თავდამსხმელმა, ლუის სუარესმა „Marca“-სთან საუბარში ის მოთამაშეები გაიხსენა, რომლებმაც მის ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშეს. ურუგვაელის განცხადებით მისი ბავშვობის კუმირები და მისაბაძი მაგალითები გაბრიელ ბატისტუტა და ენცო ფრანჩესკოლი იყვნენ.

 

„ჩემთვის მისაბაძი მაგალითი გაბრიელ ბატისტუტა იყო. ის თავისი დროის ყველაზე თვალსაჩინო 10 ნომერი იყო, რომელიც ამ ამპლუის მოთამაშეებისგან აშკარად გამოირჩეოდა. არგენტინელი მოედანზე ბრწყინვალედ გადაადგილდებოდა და გოლის გატანის შესანიშნავი ალღო ჰქონდა. მისგან და ენცო ფრანჩესკოლისგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე“ - განაცხადა სუარესმა „Marca“-სთან საუბარში

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები