UFC: ქართველი ''მანქანა'' ''ჯადოქართან'' ფავორიტია
Aa
Aa

UFC: ქართველი ''მანქანა'' ''ჯადოქართან'' ფავორიტია

UFC 252-ის ფარგლებში მერაბ დვალიშვილი მეექვსე ბრძოლას ჯონ დოდსონთან გამართავს. ქართველმა მებრძოლმა UFC-ში პირველი ბრძოლა მარცხით დაასრულა, თუმცა ზედიზედ ოთხი ბრძოლა მოიგო და დოდსონთან შეხვედრას პოზიტიურ განწყობაზე შეხვდება.

მსუბუქი წონის რეიტინგში დოდსონი მე-12 პოზიციაზეა, ხოლო ქართველი მე-14 ადგილს იკავებს.

Essentially Sports-ი დვალიშვილისა და დოდსონის შესახებ წერს და მათ პლუსებზე ამახვილებს ყურადღებას. გამოცემა დოდსონის მთავარ უპირატესობად უსწრაფეს ხელებს თვლის. მას ''ჯადოქარს'' უწოდებენ და სისწრაფის შენარჩუნებას ბრძოლის დასასრულამდე ახერხებს.

აღსანიშნავია, რომ დოდსონი საჩემპიონო ტიტულის კანდიდატი იყო, თუმცა ბოლო დროს შედეგები გააუარესა.

''მერაბ დვალიშვილმა გუსტავო ლოპესი დაამარცხა. ის მსუბუქ წონაში ყველასთვის საშიში მეტოქეა. მას ''მანქანას'' უწოდებენ და ''ჭიდაობის'' გარდა ძლიერი დარტყმები ახასიათებს. თუ ბრძოლის დაწყების საწყის ეტაპზე დვალიშვილი ძლიერ დარტყმას შეასრულებს, მას ბრძოლის გაკონტროლება გაუადვილდება. მისი ძლიერი დარტყმის შემდეგ მეტოქეს მოძრაობის არეალი შეუმცირდება და დვალიშვილი დამაჯერებლად გაიმარჯვებს.''

დოდსონთან შეხვედრამდე დვალიშვილმა ბოლო ბრძოლა 14 ივნისს გუსტავო ლოპესთან გამართა და დამაჯერებლად გაიმარჯვა.

დოდსონისა და დვალიშვილის ბრძოლა 15 აგვისტოს, თბილისის დროით 06:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები