თბილისის დინამო საქართველოს ჩემპიონია !
Aa
Aa

თბილისის დინამო საქართველოს ჩემპიონია !

წყალბურთში საქართველოს ჩემპიონი თბილისის ''დინამო'' გახდა. გადამწყვეტ შეხვედრაში ''დინამოს'' მეტოქე ''თბილისი'' იყო. მატჩი ''დინამოს'' დამაჯერებელი გამარჯვებით 16:9 დასრულდა. პირველი ტაიმი თბილისმა 3:2 მოიგო. ვითარება მეორე ტაიმში შეიცვალა და საბოლოოდ დინამოელებმა ძალიან დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს.

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული პაუზის შემდეგ წყალბურთში საქართველოს ჩემპიონატი მიმდინარე თვეში, 11 აგვისტოს განახლდა და ფავორიტის, თბილისის ''დინამოს'' ჩემპიონობით დასრულდა.

ჩემპიონატში ექვსი გუნდი მონაწილეობდა. მესამე პოზიცია ''არენამ'' დაიკავა, რომელმაც ურთულეს შეხვედრაში მხოლოდ ერთბურთიანი უპირატესობით ''სპორტმენეჯმენტი'' დაამარცხა (12:11).

საქართველოს ჩემპიონატის შეხვედრებს სპორტკომპლექსმა ''ოლიმპიკმა'' უმასპინძლა.

გასული სეზონის მსგავსად 2020-21 წლების ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თბილისის ''დინამო'' იასპარეზებს. საქართველოში პანდემიასთან მიმართებაში ნორმალური ვითარებაა და შესაძლოა ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთი ჯგუფის შეხვედრები თბილისში გაიმართოს.

ასევე გეტყვით, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი 22 ნოემბერს დაიწყება.

ფოტო: თბილისის ''დინამოს'' პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები