Aa Aa
14 აგვისტო 2020  |  17:17

კალიეხონი სამშობლოში? - სევილიური კლუბები ეპატიჟებიან

33 წლის ხოსე მარია კალიეხონის ახალი კლუბი, დიდი ალბათობით, ესპანეთის ლა ლიგის წარმომადგენელი იქნება. ვეტერან გარემარბს სამშობლოში დაბრუნება სურს, იქ კი მას სევილიური კლუბები ეპატიჟებიან.

კალიეხონმა „ნაპოლი“ 7-წლიანი ასპარეზობის შემდეგ რამდენიმე დღის წინ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და ახალი სამსახურის ძიებაშია.

ფეხბურთელის გადაბირებით სხვა არაერთი კლუბიც ინტერესდება, მაგრამ ესპანური პრესა ფავორიტად „სევილიასა“ და „ბეტისს“ ასახელებს. „სევილია“ რომ ამბიციური კლუბია, ეს ყველამ იცის, „ბეტისი“ კი მანუელ პელეგრინისთან ერთად ახალ პროექტს იწყებს, რაც უინტერესო ამბავი ნამდვილად არაა.

კალიეხონი „რეალის“ სკოლის აღზრდილია და მის ძირითად გუნდში 2011-13 წლებში გამოდიოდა, იქამდე კი 3 წლით „ესპანიოლის“ ღირსებას იცავდა. ევროპული კლუბების გარდა, ფეხბურთელს შეთავაზებები აზიიდანაც აქვს.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები