კვარაცხელია შესანიშნავ ფორმაშია - ქართველი ტურის საუკეთესო დრიბლიორია
Aa
Aa

კვარაცხელია შესანიშნავ ფორმაშია - ქართველი ტურის საუკეთესო დრიბლიორია

რუსეთის პრემიერ ლიგის ახალი სეზონი ''რუბინის'' ქართველმა შემტევმა ხვიჩა კვარაცხელიამ პირადი პროდუქტიულობიდან გამომდინარე წარმატებით დაიწყო. რუსეთის ჩემპიონატის პირველ ტურში ''რუბინი'' შინ მოსკოვის ''ლოკომოტივთან'' 0:2 დამარცხდა, თუმცა კვარაცხელიამ პირველ ტურში ცხრა წარმატებული დრიბლინგი განახორციელა, რაც ჩემპიონატში საუკეთესო მაჩვენებელია.

მოსკოვის ''ლოკომოტივთან'' შეხვედრაში კვარაცხელია სასტარტოში მოხვდა და 72-ე წუთზე ზურიკო დავითაშვილმა შეცვალა, რომელიც შესაძლოა უახლოეს საათებში ვოლგოგრადის ''როტორში'' იჯარის წესით გადავიდეს, რადგან ლეონიდ სლუცკის გუნდში მოსვლის შემდეგ სასტარტოში ადგილი დაკარგა.

დავითაშვილისგან განსხვავებით სლუცკის მოსვლის შემდეგ კვარაცხელიას პროგრესი ძალიან აშკარაა. გასულ სეზონში რუსეთის პრემიერ ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა. მის ანგარიშზე 27 მატჩში გატანილი 3 გოლი და 5 საგოლე პასია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები