12 წლის წინ - ორი ოქროს მედალი პეკინიდან
Aa
Aa

12 წლის წინ - ორი ოქროს მედალი პეკინიდან

12 წლის წინ ირაკლი ცირეკიძემ და მანუჩარ კვირკველია ისტორია დაწერეს.

პეკინში მიმიდნარე ოლიმპიურ თამაშებზე სპორტსმენებმა ოქროს მედლები მოიპოვეს.

90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოაპსარეზე ცირეკიძემ ფინალში გასვლამდე სამი მეტოქე ეგვიპტელი ჰეშამ მესბა, აზერბაიჯანელი ელხან მამადოვი და რუსი ივარ პერშინი დაამარცხა.

2008 წლის აგვისტოს ცხელ დღეებში რუს მოწინააღმედეგეზე გამარჯვება ორმაგად სასიხარული იყო.

ფინალურ დაპირისპირებაში კი ცირეკიძემ ალჟირელ ამარ ბენიხლეფი დაამრცხა და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში გახდა მეორე ძიუდოისტი რომელმაც ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა.

ბერძნულ რომაულ სტილით ჭიდაობაში კი ოქროს მედალოსანი 74 კილოში მანუჩარ კვირკველია გახდა.

ქართველმა ფალავანმა ფინალურ ბრძოლამდე სამი მეტოქე ფრანგი კრისტოფ გენო, გერმანელი კონსტანტინ შნეიდერი და უნგრელი პეტერ ბაქში დაამრცხა.

ფინალში კი კვირკველიამ ჩინელ ჩანგ იონგსანს  იოლად 7:0 ; 3:0 მოუგო და პეკინში საქართველოს ჰიმნი ააჟღერა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები