Aa
Aa

პარტეის კიდევ ერთი მსურველი - განელი იუვენტუსსაც აინტერესებს

ტურინის „იუვენტუსის“ ინტერესთა სფეროში მადრიდის „ატლეტიკოს“ 27 წლის ნახევარმცველი ტომას პარტეი მოექცა.

Calciomercato-ს ინფორმაციით, ამ ზაფხულს „ბებერი ქალბატონის“ ერთ-ერთი სამიზნე სწორედ განელი ფეხბურთელი იქნება. ის ბოლო პერიოდში „როხიბლანკოსთვის“ მნიშვნელოვან ფეხბურთელად იქცა, მაგრამ კლუბი 50 მილიონიანი შეთავაზების მიღების შემთხვევაში, სატრანსფერო მოლაპარაკებებში ჩართვას არ გამორიცხავს.

იტალიურ მხარეს „ატლეტიკოსთვის“ ჯერჯერობით არ მიუმართავს და როგორც Calciomercato წერს, ისინი ამას ჩემპიონთა ლიგის დასრულების შემდეგ გააკეთებენ. „ვეკია სინიორას“ პირველადი წინადადება უკვე მომზადებული აქვს.

როგორც ვთქვით, პარტეი 50 მილიონ ევროდ ფასდება, თუმცა ტურინელებს თანხის დაკლება თავიანთი ერთ-ერთი ფეხბურთელის ტრანსფერში ჩართვით სურთ, საუბარი დუგლას კოშტასა და ფედერიკო ბერნარდესკიზეა.

პარტეის „ატლეტიკოსთან“ კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. მისი სამსახურით პრემიერ ლიგის რამდენიმე კლუბი, მათ შორის ლონდონის „არსენალი“ ინტერესდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები