Aa
Aa

ბელგია თუ რუსეთი? - კაჭარავას განათხოვრება განიხილება

კვიპროსული მედიის ცნობით ''ანორთოსისის'' ფეხბურთელი ნიკა კაჭარავა შესაძლოა რუსეთის ან ბელგიის ჩემპიონატში გადავიდეს. ფორვარდის გამოსასყიდი თანხა ნახევარ მილიონ ევროს შეადგენს, დაინტერესებულ კლუბებს ქართველთან საიჯარო ხელშეკრულების გაფორმება სურთ, რადგან აღნიშნული თანხის გადახდა მათ ფინანსურ შესაძლებლობებს სცდება.

აღნიშნული ინფორმაციის მიუხედავად ''ანორთოსისის'' პრეზიდენტმა მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ კლუბს კაჭარავას თაობაზე ოფიციალური წინადადება არ მიუღია.

გასული წლის ზაფხულიდან მოყოლებული კვიპროსული მედია კაჭარავას შესაძლო ტრანსფერზე ხშირად წერდა, მაგრამ მიმდინარე წლის ზამთარში ფეხბურთელმა კლუბთან კონტრაქტი 2022 წლამდე გაახანგრძლივა. მიუხედავად ამისა, ზაფხულში კვლავ გავრცელდა მისი წასვლის შესახებ ინფორმაცია. კაჭარავას გუნდიდან წასვლა ყველაზე რეალური სწორედ დღესაა.

კვიპროსული მედიის ცნობით კორონავირუსის პანდემიამდე ბელგიური ''სტ. ტრუიდენი'' ქართველის გადაბირებასთან ახლოს იყო, თუმცა პანდემიამ ტრანსფერი ჩაშალა. გასულ ზამთარში კაჭარავას დამატება პოლონურ ''ლეხს'' სურდა, თუმცა იმ მომენტში ფეხბურთელმა კონტრაქტის გახანგრძლივება გადაწყვიტა. 

გასულ სეზონში კაჭარავამ კვიპროსის ჩემპიონატის 18 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები