ყენიამ უერდინგენი დატოვა - კრემერმა ქართველზე უარი თქვა
Aa
Aa

ყენიამ უერდინგენი დატოვა - კრემერმა ქართველზე უარი თქვა

''შალკეს'' ექს-ფეხბურთელი ლევან ყენია გერმანიის რანგით მესამე ლიგის  ''უერდინგენში'' ვარჯიშობდა. 29 წლის ნახევარმცველმა ჰოლანდიურ პსვ-სთან ამხანაგურ მატჩში მიიღო მონაწილეობა, თუმცა გერმანული მედიის ცნობით კლუბის მთავარი მწვრთნელის, შტეფან კრემერის მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა. აქედან გამომდინარე, მხარეებს შორის კონტრაქტი არ გაფორმდება და ყენია კვლავ თავისუფალი აგენტია.

ლევან ყენიას თბილისის ''ლოკომოტივში'',  ''შალკეში'', ლვოვის ''კარპატიში'', დიუსელდორფის ''ფორტუნაში'', პრაღის ''სლავიაში'', ''დუდელანჟსა'' და ''საბურთალოში'' უთამაშია. მისი ბოლო კლუბი სწორედ ''საბურთალო'' იყო, სადაც თითქმის ერთი წელი გაატარა, მიმდინარე ზაფხულში თბილისურ კლუბს დაემშვიდობა.

ლევან ყენიამ საქართველოს ეროვნულ გუნდში 29 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. უკანასკნელად ეროვნულ გუნდში 2016 წელს ვლადიმირ ვაისმა მიიწვია, 2016 წლის 27 მაისს ყენიამ  სლოვაკეთის წინააღმდეგ ითამაშა და გოლი გაიტანა. ამ მატჩის შემდეგ ყენიას ეროვნულ ნაკრებში არ უთამაშია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები