Aa Aa
12 აგვისტო 2020  |  16:43

კიტეიშვილმა თავით შეაგდო - ქართველი ფეხბურთელი ახალი სეზონისთვის ემზადება

ავსტრიის ბუნდესლიგის გრაცის ''შტურმი'', რომლის ღირსებას ოთარ კიტეიშვილი იცავს, ახალი სეზონისთვის მზადებას განაგრძობს. გრაცულმა გუნდმა ამხანაგურ მატჩში სლოვენიური ''ბრავო'' 2:1 დაამარცხა. ანგარიში მე-6 წუთზე ოთარ კიტეიშვილმა თავური დარტყმით გახსნა.

შესვენების შემდეგ ''შტურმის'' მთავარმა მწვრთნელმა მეკარის გარდა ყველა ფეხბურთელი შეცვალა. ასე რომ ქართველმა ლეგიონერმა მხოლოდ პირველი ტაიმი ჩაატარა.

''შტურმი'' შემდეგ ამხანაგურ შეხვედრას 15 აგვისტოს ჩეხურ ''ოპრავასთან'' გამართავს.

კიტეიშვილის გუნდი სეზონის პირველ ოფიცალურ შეხვედრას 28 აგვისტოს, ავსტრიის თასზე ''ინსბრუკთან'' ჩაატარებს.

ავსტრიის ბუნდესლიგის გასულ სეზონში კიტეიშვილმა ''შტურმისთვის'' 31 მატჩი ჩაატარა, 6 გოლი შეაგდო და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.

გასული სეზონის დასრულების შემდეგ თურქული მედია იუწყებოდა, რომ ''ფენერბახჩეს'' ''შტურმის'' ქართველი ''ათიანი'' ოთარ კიტეიშვილი მაქს კრუზეს შემცვლელად სურდა, თუმცა ტრანსფერი არ შედგა.

24 წლის ნახევარმცველს ავსტრიულ კლუბთან კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები