Aa
Aa

კულიბალისთვის ბრძოლა გრძელდება - სიტიმ ნაპოლის წინადადებით მიმართა

გავლენიანი იტალიელი ჟურნალისტის, ალრედო პედულას ცნობით, „მანჩესტერ სიტიმ“ „ნაპოლის“ კალიდუ კულიბალის ტრანსფერზე მიმართა.

„ქალაქელებმა“ იტალიურ კლუბს თავისი ერთ-ერთი ლიდერის სანაცვლოდ 63 მილიონი ევრო შესთავაზეს, მაგრამ ნეაპოლელები პასუხის გაცემას არ ჩქარობენ.

როგორც ცნობილია, „პარტენოპეი“ კულიბალის ტრანსფერში 70 მილიონ ევროს ითხოვს, თანაც ფეხბურთელს არაერთი მსურველი ჰყავს და მათ შორის ერთ-ერთი „სიტის“ თანაქალაქელი „იუნაიტედია“. თუმცა, „მანკუნიანელებს“ ნეაპოლიტანელთათვის შეთავაზება ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.

„ნაპოლის“ კულიბალის საკონტრაქტო უფლებები 2023 წლის ზაფხულამდე ეკუთვნის. სენეგალელი მცველი კლუბს ბელგიური „გენკიდან“ 7.5 მილიონ ევროდ 2014 წელს შეუერთდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები