Aa
Aa

ტიაგო კლოპს ესაუბრა და ლივერპულში გადასვლა სურს

Daily Mirror-ის ინფორმაციით, ტიაგო ალკანტარასა და იურგენ კლოპს შორის საუბარი შედგა, რის შემდეგაც ფეხბურთელის „ენფილდზე“ გადასვლის შანსი კიდევ უფრო მაღალია.

ბრიტანული გამოცემა იტალიელ ჟურნალისტ ფაბრიციო რომანოზე დაყრდნობით წერს, რომ კლოპმა ტიაგოსთან სამომავლო გეგმები განიხილა და 29 წლის ნახევარმცველმაც მათში უშუალო მონაწილეობის სურვილი ღიად გამოხატა.

სატრანსფერო მოლაპარაკებები უკვე კვირებია გრძელდება, მაგრამ საუბარი „ბაიერნის“ მიერ მოთხოვნილი ფასის გამო ფერხდება. „რეკორდმაისტერს“ სურს მიიღოს 30 მილიონი ევრო, „ლივერის“ ინტერესებში კი ამდენის გადახდა არ შედის.

მეორე მხრივ, ბავარიელთათვის საქმე არც ასე მარტივადაა, რადგან ტიაგოს კონტრაქტი მხოლოდ მომავალ ზაფხულამდეა გაწერილი. შესაბამისად, თუკი იგი წელსვე არ გაიყიდება, ზამთარში მისი ფასი საგრძნობლად მოიკლებს, შემდეგი კი, შესაძლოა, კლუბი საერთოდ უსასყიდლოდ დატოვოს.

მხარეებს შორის აქტიური მოლაპარაკებები გრძელდება და, წესით, უახლოეს პერიოდში ახალი დეტალების შესახებ უნდა გავიგოთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები