Aa
Aa

კოკლენი ვილიარეალში ითამაშებს, ჯერი პარეხოს ტრანსფერზეა...

„ვილიარეალმა“ თანაქალაქელი „ვალენსიადან“ ფრანგი საყრდენი ფრენსის კოკლენი გადაიბირა.

„ყვითლებს“ მისი შეძენა 8 მილიონი ევრო დაუჯდათ, გამოცდილ შუახაზელთან კი კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე გააფორმეს.

სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში „ყვითელი წყალქვეშა ნავი“ „ღამურების“ კიდევ ერთ მოთამაშეს, გუნდის კაპიტან დანი პარეხოსაც დაიმატებს. მადრიდული Marca-ს ცნობით, პარეხო „ვილიარეალს“ უკვე შეუთანხმდა და ტრანსფერის ოფიციალურად გამოცხადებას ელოდება.

აღსანიშნავია, რომ ვალენსიელთა კაპიტანს გუნდის საწვრთნელ პროცესში ბოლო დღეებია მონაწილეობა არ მიუღია. როგორც ჩანს, 31 წლის ნახევარმცველი ახალი გამოწვევისთვის ემზადება.

შეგახსენებთ, რომ „ვილიარეალმა“ 19 წლის ტალანტი ტაკეფუსა კუბოც დაიმატა. იაპონელი „ესტადიო დელა სერამიკაზე“ ერთწლიანი იჯარით ითამაშებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები