Aa
Aa

ტოტენჰემმა ჰოიბერგი გაიფორმა

ლონდონის „ტოტენჰემმა“ პიერ-ემილ ჰოიბერგის ტრანსფერის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა და 25 წლის ფეხბურთელი ფართო საზოგადოებას წარუდგინა.

„დეზებმა“ დანიელი შუახაზელის სანაცვლოდ „საუთჰემპტონს“ 15 მილიონი ფუნტი გადაუხადეს, ფეხბურთელთან კი 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმეს.

აღსანიშნავია, რომ უკვე გადახდილ სატრანსფერო თანხას დაემატება ბონუსებიც, რომელთაც ლონდონელები „სოტონის“ ანგარიშზე ეტაპობრივად ჩარიცხავენ. ასევე, „ტოტემ“ „წმინდანებს“ დაუთმო 23 წლის მცველი კაილ უოკერ-პიტერსიც, რომელმაც ახალ კლუბთან 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

ჰოიბერგი „საუთჰემპტონში“ 2016 წლიდან თამაშობდა და გუნდის მაისური 134 შეხვედრაში მოირგო. იქამდე იგი მიუნხენის „ბაიერნის“, „შალკეს“, „აუგსბურგისა“ და მშობლიური „ბრონდბიუს“ ღირსებას იცავდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები