დავითაშვილი როტორში? - კლუბებს შორის მოლაპარაკება მიმდინარეობს
Aa
Aa

დავითაშვილი როტორში? - კლუბებს შორის მოლაპარაკება მიმდინარეობს

CrystalSport-ის ცნობით, ყაზანის ''რუბინსა'' და ვოლგოგრადის ''როტორს'' შორის მოლაპარაკება ზურიკო დავითაშვილის თაობაზე მიმდინარეობს. ვოლგოგრადულ კლუბს 19 წლის ფეხბურთელის იჯარით აყვანა სურს. საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევის ''როტორში'' გადასვლა კლუბების შეთანხმებაზეა დამოკიდებული.

რუსეთის ჩემპიონატში ლეონიდ სლუცკი ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტია. მასთან მუშაობისას ხვიჩა კვარაცხელია შესანიშნავ ფორმაში შევიდა, თუმცა დავითაშვილმა სასტარტოში ადგილი დაკარგა. სლუცკის მოსვლამდე დავითაშვილი გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ითვლებოდა. 

''როტორის'' ფეხბურთელები ჯანო ანანიძე და ბექა მიქელთაძე ოფიციალურად გახდნენ. რუსული მედიის ცნობით, დავითაშვილის გარდა, პრემიერ ლიგაში აღზევებული კლუბი მოსკოვის ''ლოკომოტივის'' მცველის, სოლომონ კვერკველიას კანდიდატურასაც განიხილავს. თუ მოლაპარაკებები შეთანხმებას მოიტანს, ''როტორში'' 4 ქართველი ფეხბურთელი იასპარეზებს. მათ შორის სამი მოთამაშე საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრია: ანანიძე, კვერკველია და დავითაშვილი.

2019-20 წლების სეზონში დავითაშვილმა რუსეთის პრემიერ ლიგაში 26 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. 2020-21 წლების სეზონი დაიწყო, პირველ ტურში სლუცკის გუნდი შინ მოსკოვის ''ლოკომოტივთან'' 0:2 დამარცხდა. დავითაშვილი თამაშში 72-ე წუთზე ჩაერთო, ხოლო კვერკველიამ მთელი მატჩი სათადარიგოთა სკამზე გაატარა.

''როტორის'' ისტორიიდან ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ფაქტი 1995-96 წლების უეფას თასის სეზონს უკავშირდება, როცა რუსულმა გუნდმა სერ ალექს ფერგიუსონის ''მანჩესტერ იუნაიტედის'' ბარიერი დაძლია და ''წითელი ეშმაკები'' ტურნირს გამოთიშა, რაც, ცხადია, დიდი სენსაცია იყო.

ფოტო: gettyimages

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები