კვარაცხელიას დრიბლინგი -
Aa
Aa

კვარაცხელიას დრიბლინგი - "რუბინმა" საუკეთესო მოთამაშედ მსაჯი დაასახელა

რუსეთის პრემიერლიგის პირველ ტურში ყაზანში ხვიჩა კვარაცხელიასა და ზურიკო დავითაშვილის „რუბინი“ მოსკოვის „ლოკომოტივს“ დაუპირისპირდა.

შეხვედრა დედაქალაქელთა გამარჯვებით 0:2 დასრულდა. გოლები მირანჩუკმა და ბარინოვმა გაიტანეს.

კვარაცხელია მატჩის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე იყო. 24-ე წუთზე კი შესანიშნავი დრიბლინგი შემოგვთააზე და მაგარი გადაცემაც შეასრულა,მაგრამ საჯარიმოში მის  თანაგუნდელს უხეშად ეთამაშნენ და მან მომენტი ვერ დააგვირგვინა.

აღნიშნულ მომენტან დაკავშირებით „რუბინის“ მწვრთნელმა ლეონიდ სლუტსკიმ პრეტენზიები გამოთქვა,სპეციალისტი პენალტის დანიშვნას ითხოვდა. შეხვედრის არბიტრმა რუსი სპეციალისტი მოედნიდან გააძევა.

მატჩის შემდგომ სლუტსკიმ მატჩის მსაჯობას უმსგავსობა უწოდა, ხოლო „რუბინის“ ოფიციალურმა გვერდმა კი საუკეთესო მოთამაშედ მსაჯი ივანოვი დაასახელეს,რომელსაც „ლოკოს“ მაისური ჩააცვეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ქართველმა ფეხბურთელებმა ზურიკო დავითაშვილმა და ხვიჩა კვარაცხელიამ გიორგი შაქარაშვილის წარწერიანი მაისური ჩაიცვეს და გარდაცვლილ ფეხბურთელს პატივი მიაგეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები