Aa
Aa

მატუიდი დევიდ ბექემის გუნდში ითამაშებს

33 წლის გამოცდილი ფრანგი ნახევარმცველი ბლეზ მატუიდი კარიერას მაიამის ‘‘ინტერში’’ გააგრძელებს. ფეხბურთელი, რომელიც 2017 წლიდან ‘‘იუვენტუსის’’ ღირსებას იცავდა, მიმდინარე კვირაში MLS-ის კლუბში სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

მოგეხსენებათ მაიამის ‘‘ინტერის’’ ერთ-ერთი მფლობელი ‘‘მანჩესტერ იუნაიტედისა’’ და ‘‘რეალის’’ ექს-მოთამაშე დევიდ ბექემია.

ამ ეტაპზე მატუიდის ტრანსფერი ოფიციალურად არ დადასტურებულა, თუმცა ‘‘სკაი სპორტსის’’ ცნობით შეთანხმება მიღწეულია და უახლოეს დღეებში მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი ‘‘ინტერის’’ მოთამაშე გახდება.

მატუიდის იტალიურ გრანდთან კონტრაქტის ვადა გასული სეზონის დასრულების შემდეგ ამოეწურა და ბექემის გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები