ფაჩულიას
Aa
Aa

ფაჩულიას "მილოუკიმ" "ჩიკაგოსთან" მეორე მატჩიც წააგო

ზაზა ფაჩულიას “მილუოკი ბაქზმა” ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის აღმოსავლეთი კონფერენციის პლეი ოფის მეოთხედფინალის მეორე შეხვედრაც წააგო. მილუოკელთა საამდილაო დაპირისპირებას “ჩიკაგო ბულზთან” 21661 მაყურებელი დაესწრო და საინტერესო ორთაბრძოლის მომხრეც შეიქნა.

მატჩის დიდმა ნაწილმა თანაბარ ორთაბრძოლაში ჩაიარა. მეოთხე პერიოდში ანგარიში 74:71 იყო ჩიკაგოელთა სასარგებლოდ, მასპინძლებმა ზედიზედ 13 უპასუხო ქულა დააგროვეს და საბოლოოდ 91:82 იმარჯვეს. გამარჯვებულთაგან საუკეთესო ჯიმი ბატლერი გახლდათ 31 ქულითა და 9 მოხსნით. ჩიკაგოელთა ესპანელი მეფარე პაუ გასოლი 11 ქულით, 16 მოხსნით და 4 ბლოკ-შოტით გამოირჩა, იანიკ ნოას აქტივში კი 19 მოხსნა, 6 ქულა და 5 შედეგიანი გადაცემაა. მილუოკელთაგან საუკეთესო მიდლტონი იყო 22 ქულითა და 6 მოხსნით.

ზაზა ფაჩულიას რაც შეეხება, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ჩიკაგოს “იუნაითედ სენთერის” პარკეტზე 23 წუთი გაატარა (სასტარტოში იყო) და “ხარირმებს” 7 ქულით, 6 მოხსნით, 3 შედეგიანი პასითა და 2 ბლოკ-შოტით დაეხმარა. ზაზამ 8-დან 3 ორქულიანი და ორიდან ერთი საჯარიმო ჩააგდო.

“ჩიკაგოსა” და “მილუოკის” სერიის ანგარიში 2:0 გახდა. მომდევნო 2 მატჩი (პირველი 23 აპრილს) მილუოკიში ჩატარდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები