Aa
Aa

Tuttosport: იუვე ხიმენესის შეძენაზე დაფიქრდა

ტურინის „იუვენტუსის“ ინტერესთა სფეროში ინგლისური „ვულვზის“ ფორვარდი, რაულ ხიმენესი მოექცა.

Tuttosport-ის ინფორმაციით, „ბებერ ქალბატონს“ მექსიკელის იჯარით აყვანა და შემდეგ გამოსყიდვის უფლების მიღება სურს. ისიც სავარაუდოა, რომ „იუვემ“ ხიმენესის გარიგებაში ფედერიკო ბერნარდესკი ჩართოს. მეორე მხრივ, „ვულვზი“ თავისი ლიდერის ტრანსფერის სანაცვლოდ 45 მილიონ ევროს ითხოვს.

როგორც ნახსენები ტურინული გამოცემა წერს, „იუვე“ ხიმენესის შეძენაზე იმ შემთხვევაში ამუშავდება, თუკი გუნდის რიგებს გონსალო იგუაინი ან კრიშტიანუ რონალდუ დატოვებს.

პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის წასვლის შესახებ ბოლო დროს რამდენჯერმე დაიწერა და ის ფრანგულ პსჟ-ს დაუკავშირეს, თუმცა ჯერჯერობით კონკრეტული ცნობები ამასთან დაკავშირებით არ არსებობს. იგუაინის „ვეკია სინიორადან“ აბარგებაზე კი ამ დრომდე არაფერი თქმულა.

29 წლის ხიმენესმა პრემიერ ლიგის გასული სეზონი სტაბილურად მაღალ დონეზე ჩაატარა და 38 მატჩში 17 გოლი შეაგდო, ევროპა ლიგაზე კი თავი 4-ჯერ გამოიჩინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები