Aa
Aa

ჩელსის ბაკაიოკოს მილანში გაყიდვა სურს

‘‘სანის’’ ცნობით ლონდონის ‘‘ჩელსის’’ ტიემუ ბაკაიოკოს ‘‘მილანში’’ გაყიდვის დიდი სურვილი აქვს. ‘‘არისტოკრატები’’ ბაკაიოკოს სანაცვლოდ 20 მილიონ ფუნტ სტერლინგს ითხოვენ.

მან 2018-19 წლების სეზონი იჯარით ‘‘მილანში’’ გაატარა და შესაძლოა იტალიურმა კლუბმა გამოისყიდოს. ამ ეტაპზე სატრანსფერო თანხასთან დაკავშირებით მილანური მხარის პოზიცია უცნობია.

25 წლის ფრანგი ნახევარმცველი ლონდონურ კლუბში 2017 წელს გადავიდა. გასული ორი სეზონი ფეხბურთელმა ‘‘მილანსა’’ და ‘‘მონაკოში’’ იჯარით გაატარა. ‘‘სტემფორდ ბრიჯზე’’ მასთან თანამშრომლობის სურვილი არ აქვთ, ლამპარდის გეგმებში ბაკაიოკო არ შედის.

გასულ სეზონში ბაკაიოკომ ‘‘მონაკოს’’ რიგებში ლიგა 1-ის 20 მატჩში 1 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები