Aa
Aa

Mirror: რემზის ახალი გუნდის მოძებნა მოუწევს

ტურინის ‘‘იუვენტუსის’’ ახალი მთავარი მწვრთნელის, ანდრეა პირლოს გეგმებში აარონ რემზი არ შედის. ‘‘მირორის’’ ინფორმაციით უელსელ ფეხბურთელს ახალი კლუბის მოძებნა მოუწევს. ამ ეტაპზე არ სახელდება გუნდები, რომლებსაც ‘‘არსენალის’’ ექს-ფეხბურთელის გადაბირების სურვილი აქვთ.

29 წლის რემზი ტურინის ‘‘იუვენტუსის’’ ფეხბურთელი 2019 წლის ზაფხულში გახდა. გასულ სეზონში იტალიური გუნდის მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 35 მატჩში 4 გოლი შეაგდო და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მას ‘‘ნოტინგემსა’’ და ‘‘კარდიფში’’ უთამაშია, კარიერის ყველაზე ხანგრძლივი პერიოდი კი ლონდონის ‘‘არსენალში’’ გაატარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები