Aa
Aa

ბრიტანული მედია: ჰავერცი ჩელსისთან ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებს

‘‘სანის’’ ცნობით ლონდონის ‘‘ჩელსიმ’’ კაი ჰავერცის ტრანსფერთან დაკავშირებით ლევერკუზენის ‘‘ბაიერთან’’ შეთანხმებას მიაღწია. 21 წლის ნახევარმცველი ‘‘არისტოკრატებთან’’ ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებს.

ევროპა ლიგის მეოთხედფინალში მილანის ‘‘ინტერმა’’ გერმანული კლუბი 2:1 დაამარცხა. ‘‘ფარმაცევტების’’ მხრიდან ერთადერთი გოლი ჰავერციმ გაიტანა. უდიდესი ალბათობით გერმანელმა ‘‘ბაიერის’’ მაისურით ბოლო მატჩი ჩაატარა და უახლოეს დღეებში კონტრაქტს რომან აბრამოვიჩის გუნდთან გააფორმებს.

აახენში დაბადებული ჰავერცი 2010-16 წლებში ლევერკუზენული კლუბის აკადემიაში ასპარეზობდა. 2017 წლიდან ბუნდესლიგაში ასპარეზობს და გუნდის ლიდერად ითვლება. მან გერმანიის ეროვნულ გუნდში 7 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი შეაგდო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები