ინიესტა კარიერის დასრულების შემდეგაც
Aa
Aa

ინიესტა კარიერის დასრულების შემდეგაც "ბარსაში" დარჩება?

კატალონიის "ბარსელონას" ლეგენდამ, ანდრეს ინიესტამ, ჟურნალისტებთან საუბრისას კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მას კარიერის დასრულება ამ გუნდში სურს.

"ჩემი კარიერის ბოლო წლების შესახებ "ბარსას" ხელმძღვანელებს უნდა ჰკითხოთ. მე არაერთხელ მითქვამს, რომ კარიერის დასრულება მხოლოდ ერთ გუნდში მსურს და ეს კლუბი, რა თქმა უნდა, "ბარსელონაა". - განაცხადა ფეხბურთელმა, რომელსაც კლუბთან კონტრაქტი 2018 წლის ზაფხულში ეწურება.

დღეს კი, ესპანურ პრესაში გაჩნდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც "ბარსელონას" შეფების დიდი სურვილია, ინიესტამ, მას შემდეგ რაც ბუცებს ლურსმანზე ჩამოკიდებს, მუშაობა კვლავ "ბარსაში" გააგრძელოს და მას მწვრთნელის, სპორტული დირექტორის, ანდა მრჩევლის თანამდებობას შესთავაზებენ. 

 

მომზადებულია sport-english.com-ის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები