Aa
Aa

სერიოზული არაფერია - ემბიდი პარკეტზე მალე დაბრუნდება

NBA-ს აღმოსავლეთ კონფერენციის მე-6 ადგილოსან „ფილადელფიაში“ ტრავმიანობა გრძელდება. თუმცა, ბენ სიმონსისგან განსხვავებით, კლუბის ლიდერ ჯოელ ემბიდის შემთხვევაში საქმე გაცილებით მარტივადაა.

ESPN-ის ინსაიდერ ადრიან ვოინაროვსკის ინფორმაციით, ემბიდს დაშავებულ კოჭზე გამოკვლევა ჩაუტარდა და მედიკოსები იმედიანად არიან. ემბიდს „ფინიქსთან“ დღეს გასამართი მატჩის გამოტოვება მოუწევს, მაგრამ დიდი ალბათობით, პარკეტზე მალევე დაბრუნდება.

26 წლის კამერუნელმა დაზიანება „პორტლენდთან“ კვირას ჩატარებული შეხვედრისას მიიღო. ემბიდი რესტარტის შემდეგ საშუალოდ 30 ქულასა და 13.5 მოხსნას აგროვებს.

შეგახსენებთ, რომ კვირას გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ფილადელფიელთა კიდევ ერთ ვარსკვლავ ბენ სიმონსს მუხლის ოპერაცია ესაჭიროება და ჯერჯერობით მის პარკეტზე დაბრუნებაზე საუბარი არაა.

„ფილადელფიას“ ამ მომენტისთვის 42 მოგება და 28 წაგება აქვს და ფლეი-ოფში ყველა ვარიანტში ითამაშებს. გუნდი „ფინიქსთან“ შეხვედრის შემდეგ მეორე დღესვე აღმოსავლეთ კონფერენციის მეორეადგილოსან „ტორონტოს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები