შესანიშნავი გოლი - აბურჯანიამ საჯარიმო დარტყმიდან გაიტანა
Aa
Aa

შესანიშნავი გოლი - აბურჯანიამ საჯარიმო დარტყმიდან გაიტანა

გიორგი აბურჯანიამ ზედიზედ მეორე ამხანაგურ მატჩში გოლი გაიტანა. ''სიტარდთან'' შეხვედრაში ''სევილიადან'' ''ტვენტეში'' განათხოვრებულმა ქართველმა ნახევარმცველმა შესანიშნავი საჯარიმო დარტყმით ანგარიში 49-ე წუთზე გახსნა. საბოლოოდ თამაში ''ტვენტემ'' 2:1 მოიგო. აბურჯანია სასტარტო თერთმეტეულში არ იმყოფებოდა, სათადარიგოთა სკამზე იჯდა და მეორე ტაიმი სრულად ჩაატარა.

მან ჰოლანდიური კლუბის მაისურით სტანდარტულიდან მეორე გოლი გაიტანა. გასულ სეზონში ''ალკმაართან'' შეხვედრაში ბრწყინვალე დარტყმა შეასრულა.

''სიტარდთან'' მატჩამდე 25 წლის ქართველმა ფეხბურთელმა ''ექსელსიორს''  შეუგდო.

შეგახსენებთ, აბურჯანია ''სევილიას'' საკუთრებაა და 2019 წელს ჰოლანდიურ კლუბში ორწლიანი იჯარით გადავიდა. გასულ სეზონში ჰოლანდიის ჩემპიონატის 16 მატჩში 2 გოლი გაიტანა. 

გასულ სეზონში აბურჯანიას გონსალო გარსია წვრთნიდა, რომელიც ქართველთან ერთად ''ანორთოსისში'' თამაშობდა. სეზონის დასრულებას გარსიას გუნდიდან წასვლა მოჰყვა და ვაკანტური პოსტი რონ იანსმა დაიკავა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები