Aa
Aa

რეალი მზადაა დიბალას სანაცვლოდ კროოსი ან ისკო დათმოს

‘‘სპორტ მედიასეტის’’ ინფორმაციით მადრიდის ‘‘რეალი’’ მზადაა პაულო დიბალას სანაცვლოდ ტონი კროოსი ან ისკო დათმოს. ‘‘სამეფო კლუბის’’ პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს შემდეგ სეზონში ჩემპიონთა ლიგის მოგება სურს, გუნდის გაძლიერებას გეგმავს და იტალიურ გრანდს აღნიშნული წინადადებით მიმართა.

‘‘მედიასეტი’’ არგენტინელის სავარაუდო სატრანსფერო თანხად 100 მილიონ ევროს ასახელებს, მაგრამ თუ გარიგება კროოსის ან ისკოს ‘‘იუვენტუსში’’ გადაბარგებასაც მოიცავს, ესპანური გრანდის ფინანსური დანახარჯი მკვეთრად შემცირდება. ისკოს სავარაუდო სატრანსფერო თანხა 60 მილიონი ევროა, კროოსის კი - 50 მილიონი. ამ ეტაპზე იტალიური მხარის პოზიცია უცნობია.

26 წლის დიბალა არგენტინული ‘‘ინსტიტუტოს’’ აღზრდილია. 2012-15 წლებში ‘‘პალერმოში’’ წარმატებული სეზონები ჩაატარა. 2015 წლის ზაფხულიდან ‘‘ბებერი ქალბატონისთვის’’ ასპარეზობს. სამხრეთამერიკელი სერია ა-ს გამარჯვებული ხუთჯერ გახდა, თუმცა ჩემპიონთა ლიგის ნანატრი თასის აღმართვა მიუღწეველ ოცნებად რჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები