ტირანას ძლევის შემთხვევაში დინამოს სავარაუდო მეტოქეები ცნობილია
Aa
Aa

ტირანას ძლევის შემთხვევაში დინამოს სავარაუდო მეტოქეები ცნობილია

ჩემპიონთა ლიგის 2020-21 წლების სეზონის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ალბანური ''ტირანას'' დამარცხების შემთხვევაში თბილისის ''დინამოს'' მეტოქე მოცემული ოთხი წყვილიდან ერთ-ერთის გამარჯვებული იქნება.

ბრესტის დინამო (ბელარუსი) - ასტანა (ყაზახეთი)

პოდგორიცა (მონტენეგრო) - ლუდოგორეცი (ბულგარეთი)

ცრვენა ზვეზდა (სერბეთი) - ევროპა (გიბრალტარი)

ყარაბაღი (აზერბაიჯანი) - სილეკსი (მაკედონია)

შეგახსენებთ, უეფას შტაბ-ბინაში ჩემპიონთა ლიგის 2020-21 წლების სეზონის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა. საქართველოს მოქმედი ჩემპიონის, თბილისის ''დინამოს'' მეტოქე ალბანეთის ჩემპიონი ''ტირანაა.'' დაპირისპირება ერთმატჩიანია და ''დინამო არენაზე'' 18 ან 19 აგვისტოს უმაყურებლოდ გაიმართება. 

ფოტო: Eliga.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები