ბათუმის დინამოს მორიგი სამი ქულა - უხვგოლიანი გამარჯვება ჩიხურასთან
Aa
Aa

ბათუმის დინამოს მორიგი სამი ქულა - უხვგოლიანი გამარჯვება ჩიხურასთან

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-9 ტურში ბათუმის ''დინამომ'' ''მიხეილ მესხზე'' საჩხერის ''ჩიხურა'' 4:0 გაანადგურა. საწყის ოთხ ტურში მოუგებელი სერიის შემდეგ გია გეგუჩაძის გუნდმა ვითარება გამოასწორა, აჭარულმა კლუბმა ბოლო ხუთი მატჩიდან ოთხი მოიგო და ერთი ფრედ დაასრულა.

''მიხეილ მესხზე'' ანგარიში მესამე წუთზე გიორგი ნიქაბაძემ გახსნა. მან ''დინამოს'' რიგებში სადებიუტო გოლი გაიტანა, თუმცა რთული სათქმელია გვერდითმა მსაჯმა რამდენად სწორი გადაწყვეტილება მიიღო. შესაძლოა, ნიქაბაძე თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფებოდა.

28-ე წუთზე ობოაბონას გადაცემის შემდეგ მამუკა კობახიძემ ანგარიში ორამდე გაზარდა. ნიქაბაძის მსგავსად კობახიძემაც პირველი გოლი გაიტანა ''დინამოს'' რიგებში.


42-ე წუთზე ნიქაბაძემ მარცხენა ფლანგიდან კარგი გადაცემა შეასრულა, ჯიღაური მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, რომელმაც მეკარე გიორგი ბეგაშვილს შანსი არ დაუტოვა.

79-ე წუთზე ჯიღაურმა დუბლი შეასრულა. მეოთხე გოლისას ბათუმის ''დინამომ'' კარგი შეტევა განავითარა, თევდორაძემ ცენტრიდან ბურთი მარჯვენა ფლანგზე ''გადაიტანა'', მამუჩაშვილის ჩაწოდების შემდეგ ჯიღაურმა თავური დარტყმით დუბლი შეასრულა.

მიმდინარე ტურში, 10 აგვისტოს გორის ''დილა'' თბილისის ''ლოკომოტივს'' უმასპინძლებს, 11 აგვისტოს კი ''საბურთალო'' ''სამტრედიას'' ესტუმრება.

ფოტო: Eliga.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები