არაბული ასტერასში? - ქართველი ფორვარდი პანიონიოსს ტოვებს
Aa
Aa

არაბული ასტერასში? - ქართველი ფორვარდი პანიონიოსს ტოვებს

საბერძნეთის სუპერლიგიდან გავარდნილ ''პანიონიოსს'' დიდი ალბათობით ბაჩანა არაბული დაემშვიდობება. ბერძნული მედიის ცნობით 26 წლის ქართველი ფორვარდის დამატება ტრიპოლის ''ასტერასს'' სურს, თუმცა ფეხბურთელმა CrystalSport-თან საუბრისას ინფორმაცია არ დაადასტურა. ამ ეტაპზე ქართველი ლეგიონერი ''პანიონიოსთან'' კონტრაქტის გაწყვეტის საკითხს განიხილავს.

''ასტერასმა'' გასულ სეზონში საბერძნეთის უმაღლეს ლიგაში მე-7 ადგილი დაიკავა, ხოლო ''პანიონიოსი'' უმაღლესი ლიგიდან გავარდა. ცხადია, არაბული მეორე ლიგაში თამაშს არ აპირებს.

ბაჩანა არაბულმა ბერძნულ სუპერლიგაში პირველი სეზონი ჩაატარა, სეზონის პირველ ნახევარში შედეგიანი იყო, ხოლო მეორე ნახევარში გოლი არ გაუტანია, 

მან სუპერლიგის 28 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების ყოფილმა თავდამსხმელმა ეროვნულ გუნდში 7 მატჩი ჩაატარა, თუმცა გოლი არ გაუტანია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები