ოფიციალურად: მაურიციო სარი იუვენტუსიდან წავიდა !
Aa
Aa

ოფიციალურად: მაურიციო სარი იუვენტუსიდან წავიდა !

ტურინის ''იუვენტუსის'' მმართველებმა მთავარ მწვრთნელს, მაურიციო სარის ჩემპიონთა ლიგაზე განცდილი წარუმატებლობა არ აპატიეს და 61 წლის სპეციალისტი იტალიის ჩემპიონს დაემშვიდობა. ინფორმაციას იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს. მოგვიანებით, ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

ლონდონის ''ჩელსიდან'' წამოსვლის შემდეგ სარიმ ტურინულ გრანდში მხოლოდ ერთი სეზონი იმუშავა, მისი ხელმძღვანელობით გუნდი ზედიზედ მეცხრედ გახდა იტალიის ჩემპიონი, თუმცა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ''ლიონის'' ბარიერი დაუძლეველი აღმოჩნდა, რაც  სარის წასვლის მთავარი მიზეზია.

2019-20 წლების სერია ა-ს სეზონი ''იუვენტუსის'' გამარჯვებით დასრულდა. სარის გუნდმა 83 ქულა მოაგროვა და მხოლოდ ერთი ქულით გაასწრო უშუალო კონკურენტ მილანის ''ინტერს''.

''ლიონთან'' მარცხის შემდეგ კლუბის მმართველმა ანდრეა ანიელიმ განაცხადა, რომ გუნდის მიზანი კვლავ ჩემპიონთა ლიგის მოგებაა. როგორც ჩანს, ამ მიზნის მისაღწევად იტალიური კლუბი ახალი მთავარი მწვრთნელით იბრძოლებს.

იტალიური მედიის ცნობით ''იუვენტუსი'' სიმონე ინძაგისა და მაურისიო პოჩეტინოს კანდიდატურებს განიხილავს. ინძაგი 2016 წლიდან მოყოლებული რომის ''ლაციოს'' მთავარი მწვრთნელია, პოჩეტინო კი ამჟამად უმუშევარია. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები