არსენალმა ობამეიანგთან სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია - გაბონელი 2023 წლამდე ლონდონში რჩება
Aa
Aa

არსენალმა ობამეიანგთან სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია - გაბონელი 2023 წლამდე ლონდონში რჩება

ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა, Telegraph იტყობინება, რომ პიერ-ემერიკ ობამეიანგმა „არსენალის“ ხელმძღვანელებისგან სარფიანი წინადადება მიიღო და ლონდონში დარჩენას გეგმავს.

როგორც ირკვევა, „მეთოფეებმა“ გაბონელს კონტრაქტის 2023 წლამდე გახანგრძლივება შესთავაზეს და ანაზღაურების სახით კვირაში 250 000 ფუნტ სტერლინგს დაჰპირდნენ. ამასთან ერთად, ლონდონელებმა ობამეიანგს განუცხადეს, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას შემადგენლობის გაძლიერებაზე იზრუნებენ. ბრიტანული პრესის ცნობით, საუბარი ვილიანის, კოუტინიოს, გაბრიელისა და კიდევ ერთი ნახევარმცველის გადაბირებაზე მიდის.

Telegraph-ის ცნობით, 31 წლის თავდამსხმელმა სიტყვიერი თანხმობა უკვე განაცხადა და უახლოეს მომავალში ყველაფერი გაოფიციალურდება. აღსანიშნავია, რომ საკმაოდ მაღალ ხელფასთან ერთად, ობამეიანგს სოლიდური ბონუსებიც ექნება.

ცნობისთვის, „ობა“ „არსენალს“ 2018 წლის იანვარში შეუერთდა და მალევე გუნდის ერთ-ერთ ლიდერად იქცა. გაბონელმა ფეხბურთელმა „მეთოფეების“ მაისურით 109 შეხვედრა ჩაატარა და 70 გოლი შეაგდო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები