Aa
Aa

ლოვრენს ბრაზილიელი შეცვლის? - 68 მილიონი კარლოსის სანაცვლოდ

ინგლისის პრემიერ ლიგის ტრიუმფატორის, ლივერპულის მთავარ მწვრთნელს, იურგენ კლოპს გუნდის გაძლიერება სურს. გერმანელი სპეციალისტის ერთ-ერთი სამიზნე 27 წლის ბრაზილიელი დიეგო კარლოსია. ესპანური AS-ის ცნობით ‘‘მერსისაიდელები’’ მზად არიან ცენტრალური მცველის სანაცვლოდ 68 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაიხადონ.

კლოპი ცენტრალური მცველის შეძენაზე მას შემდე დაფიქრდა, როცა გუნდიდან გამოცდილი ხორვატი ფეხბურთელი დეიან ლოვრენი წავიდა, თუმცა ესპანური წყაროს ცნობით მიმდინარე ზაფხულში სევილიელებს ინგლისურ კლუბთან მოლაპარაკების გამართვის სურვილი არ აქვთ, ესპანური გუნდისთვის სამხრეთამერიკელი ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა.

დიეგო კარლოს ბრაზილიის ეროვნულ გუნდში არასდროს უთამაშია. ლა ლიგის კლუბში გადასვლამდე პორტუგალიურ ეშტორილსა და ფრანგულ ნანტში ასპარეზობდა. ლიგა 1-ში წარმატებულმა ასპარეზობამ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ლიგაში, ლა ლიგაში ტრანსფერი განაპირობა, სადაც თავი კარგად წარმოაჩინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები