Aa
Aa

ემერიმ თავისას მიაღწია - კუბო 1 წლით ვილიარეალში ითამაშებს

მადრიდის „რეალის“ იაპონელი ტალანტი, ტაკეფუსა კუბო კარიერას „ვილიარეალის“ რიგებში გააგრძელებს. AS-ის ინფორმაციით, კლუბებმა საბოლოო შეთანხმებას მიაღწიეს და გარიგების შესახებ უახლოეს საათებში გამოაცხადებენ.

19 წლის აზიელი ვალენსიურ კლუბში 1-წლიანი საიჯარო ხელშეკრულებით გადაბარგდება და „ყვითელ წყალქვეშა ნავთან“ ერთად ევროპა ლიგაზე იასპარეზებს.

მხარეებს შორის მშრალი საიჯარო კონტრაქტი გაფორმდება, რომლის მიხედვითაც კუბოს ხელფასს სრულად „ვილიარეალი“ დაფარავს. იაპონელი წლიურად 2.5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

კუბოს „ესტადიო დელა სერამიკაზე“ გადაყვანა პირადად „ვილიარეალის“ ახალი თავკაცის, უნაი ემერის ინიციატივაა. გამოცდილი სპეციალისტი იაპონელს თავის სქემაში მნიშვნელოვან ფეხბურთელად მოიაზრებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები