აივერსონი:
Aa
Aa
6 აგვისტო 2020  |  15:59

აივერსონი: "მაიკლ ჯორდანი მიყვარს, მაგრამ ლებრონი საუკეთესოა"

ლეგენდარულმა ალან აივერსონმა NBA-ს ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელზე ისაუბრა და თავისი პოზიცია შეცვალა - ამჯერად, ის საუკეთესოდ არა მაიკლ ჯორდანს, არამედ ლებრონ ჯეიმსს თვლის.

"მე არ ვაპირებ არავისთან კამათს, რადგან მაიკლ ჯორდანი მიყვარს, მაგრამ ეს ლებრონ ჯეიმსია ძმაო, ის საუკეთესოა".

აივერსონმა ლებრონისა და ჯორდანის შესახებ 2 წლის წინაც ისაუბრა და ასეთი რამ თქვა:

"ლებროს უდიდეს პატივს ვცემ. ის ამ თაობაში საუკეთესოა და ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო. ის დიდებული მამა და მეუღლეა, ბავშვებისთვის სამაგალითოა. სკოლა, რომელიც მან აკრონში ააშენა, ეს დიდებული რამ არის.

მაგრამ, ჩვენ ვსაუბრობთ მაიკლზე, ხო? ჩვენ ვსაუბრობთ შავ იესოზე".

როგორც ხედავთ, NBA-ს 2001 წლის MVP-იმ 2 წელიწადში აზრი შეიცვალა და ისტორიაში საუკეთესოდ ამჯერად „მეფე“ ლებრონს მიიჩნევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები