გამოსასყიდი თანხა 300 მილიონი - ბარსამ ბრაზილიელი გარემარბი გაიფორმა
Aa
Aa

გამოსასყიდი თანხა 300 მილიონი - ბარსამ ბრაზილიელი გარემარბი გაიფორმა

„ბარსელონამ“ „სან პაულუს“ 19 წლის ტალანტი გუსტავო მაია 4.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაიფორმა.

ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებ გვერდი ადასტურებს. კლუმა ნიჭიერ მარცხენა გარემარბთან 5 წლიანი ხელშეკრულება გააფორმა და მისი გამოსასყიდი თანხა 300 მილიონი ევრო იქნება.

გუსტავო მაია თავდაპირველად „ბარსას“ B გუნდში ითამაშებს, სადაც თავისი შესაძლებლობების სრულად წარმოჩენის შანსი მიეცემა.

„ბლაუგრნას“ პრეზიდენტმა ხოსეპ მარია ბართომეუმ დაადასტურა, რომ მომდევნო სეზონიდან ფატი, არაუხო და პუჩი პირველი გუნდის წევრები გახდებიან, რის შედეგადაც სათადარიგო გუნდს გაძლიერება დასჭირდება. ბრაზილიელი გარემარბის ტრანსფერი სწორედ ამ ცვლილებებს ემსახურება.

გუსტავო მაია 14 წლიდან „სან პაულუს“ წევრია. ახალგაზრდულ გუნდში 2018 წელს საუკეთესო შედეგი აჩვენა და 36 შეხვედრაში 30 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები