Aa
Aa

"საკალათბურთო სამყაროს ეს დიდად არ ანაღვლებს", - ლებრონის პასუხი ტრამპს

NBA-ში კალათბურთელები, მწვრთნელები და ტექნიკური პერსონალის წარმომადგენლები ჰიმნის დროს მუხლის მოდრეკით მოძრაობა Black Lives Matter-ს მხარდაჭერას უცხადებენ.

აშშ-ს პრეზიდენტმა ამის გამო NBA-ის გუნდები გააკრიტიკა და მათ მიერ ეროვნული ჰიმნის დროს მუხლის მოდრეკასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.

„ვფიქრობ, ეს სამარცხვინოა. ჩვენ NBA-სთან ვმუშაობთ და ვმუშაობდით, რათა სეზონის განახლება შესაძლებელი ყოფილიყო. პირადად მე, ყველაფერს ვაკეთებდი, რათა NBA დაბრუნებულიყო. ამის შემდეგ კი ვხედავ ეროვნული ჰიმნის დროს ყველა მუხლს როგორ იდრეკს. ჩემთვის ეს მიუღებელია. როცა ვხედავ, რომ ცალ მუხლზე იჩოქებენ, უბრალოდ თამაშს ვთიშავ და NBA-ს აღარ ვუყურებ.

ჩვენი დროშის, ქვეყნისა და ჰიმნის წინაშე ფეხზე უნდა ვიდგეთ. ვიცი ბევრი მეთანხმება და თუ ვცდები არჩევნებს წავაგებ, მაგრამ ჩემთვის ეს დიდ პრობლემას არ წარმოადგენს. მე ჩემი ქვეყნისთვის და დროშისთვის ყოველთვის ფეხზე ვიდგები“.

ტრამპს ლებრონ ჯეიმსმა უპასუხა და აღნიშნა, რომ საკალათბურთო სამყაროს მისი აზრი დიდად არ აინტერესებს:

„ვფიქრობ, საკალათბურთო სამყაროს ტრამპის როგორც მაყურებლის დაკარგვა დიდად არ ანაღვლებს. ჩვენთვის სულ ერთია. ეს არის ყველაფერი, რისი თქმაც ამ თემასთან დაკავშირებით შემიძლია.

კალათბურთს თქვენ გარეშეც შეუძლია გაგრძელდეს. მე, შემიძლია ყველას ნაცვლად ვისაუბრო, ვისაც კალათბურთი უყვარს.

როდესაც შენ შეხვედრების შემდეგ ინტერვიუებს ისმენ, აანალიზებ, რომ მუხლის მოდრეკას არანაირი კავშირი არ აქვს და არ ამცირებს არც ჩვენ დროშას, არც იმ ჯარისკაცებს, არც ადამიანებს, რომლებიც ჩვენ ქვეყანას თავისუფალს ხდიან“.

შეგახსენებთ, რომ ლებრონ ჯეიმსი აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატთა პარტიის კანდიდატ ჰილარი კლინტონს საჯაროდ უჭერდა მხარს და მის წინასაარჩევნო კამპანიაშიც იღებდა მონაწილეობას. სავარაუდოდ, ეს მომდევნო არჩევნებისთვისაც ასევე დარჩება და „მეფე“ ჯო ბაიდენის აქტიური მხარდამჭერი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები