Aa
Aa

ლამპარდი დაცვის გაძლიერებას აპირებს - ჩელსის ხიმენესი სურს

Daily Star-ის ინფორმაციით, ლონდონის „ჩელსის“ ამ ზაფხულს „ატლეტიკოს“ ფეხბურთელის, ხოსე ხიმენესის შეძენას შეეცდება.

„არისტოკრატების“ თავკაცს, ფრენკ ლამპარდს ჩემპიონთა ლიგაზე წარმატების მიღწევა სურს და მშვენივრად მოეხსენება, რომ ამისთვის მაღალი დონის მცველის დამატებაა საჭირო. ხიმენესი კი იდეალური კანდიდატურაა.

25 წლის ფეხბურთელს „ატლეტიკოსთან“ კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს და მისი გამოსასყიდი თანხა 110 მილიონი ფუნტი სტერლინგია. ბრიტანულ გამოცემას თუ დავუჯერებთ, „არისტოკრატები“ იმედოვნებენ, რომ ურუგვაელს გაცილებით იაფად შეიძენენ და მის სანაცვლოდ 60 მილიონ ფუნტს ჩამოდიან.

„ჩელსი“ ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღებას არ აპირებს და „ატლეტიკოს“ წინადადებით ჩემპიონთა ლიგის დასრულების შემდეგ მიმართავს. Daily Star-ის ცნობით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მიმდინარეობისას ხიმენესი „არისტოკრატების“ ერთ-ერთი მთავარი სამიზნე იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები