Aa
Aa

"ელ კლასიკოს" ზუსტი თარიღი და დაწყების დრო ცნობილია!

"ლა ლიგის" პრეზიდენტმა, ხავიერ ტებასმა, "ელ კლასიკოსთან" დაკავშირებით განცხადება გააკეთა. 

მისი თქმით, როგორც "ლა ლიგა სანტანდერმა" გადაწყვიტა, "ბარსელონასა" და "რეალის" პირველი წრის დაპირისპირება, შაბათს, 3 დეკემბერს გაიმართება. 

შეხვედრა ადგილობრივი დროით 16:15 საათზე, ხოლო ჩვენი დროით 19:15-ზე დაიწყება. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოში "ლა ლიგის" ტრანსლირების ექსკლუზიური უფლება "Silk სპორტი"-ს აქვს და ამ მატჩის ნახვის საშუალება, სწორედ ამ არხებზე გვექნება. 

 

მომზადებულია marca.com-ის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები