Aa
Aa

პალოტა რომას ყიდის - ჯალოროსის მალე ახალი მფლობელი ეყოლება

იტალიური პრესის ერთობლივი ცნობებით, „რომას“ სულ მალე ახალი მფლობელი ეყოლება. როგორც აპენინური გამოცემები ამტკიცებენ, ამის შესახებ წინასწარი კონტრაქტი გუშინ გაფორმდა.

„ჯალოროსის“ ამჟამინდელმა მფლობელმა ჯეიმს პალოტამ ამერიკელ მილიარდერ დან ფრიდკინთან საბოლოო შეთანხმებას მიაღწია. გამოცემა ASRomaPress-ი და Milano e Finanza წერენ, რომ გუშინ საღამოს პალოტამ და ფრიდკინმა სპეციალურ წინასწარ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.

ძირითადი დეტალები უკვე შეთანხმებულია, მაგრამ წინ მთელი ბიუროკრატიული საკითხებია ამიტომ, სავარაუდოდ, რომაელებს ახალი მფლობელი სრულად აგვისტოს ბოლოსთვის გადაიბარებს.

პალოტამ ფრიდკინს რამდენიმე თვის წინ 700-მილიონიანი შეთავაზება დაუბლოკა, თუმცა, პანდემიის გამო კლუბის ფასი შემცირდა და ამჟამინდელი გარიგების დაახლოებით ღირებულებად 500-600 მილიონი ევრო სახელდება.

დან ფრიდკინის ქონება 4.1 მილიარდ ევროდ ფასდება. იგი კომპანია „ფრიდკინ ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორია და საფეხბურთო ინდუსტრიაში პირველ ნაბიჯებს გადადგამს.

პ.ს. სტატიის მომზადების შემდეგ "რომამ" ოფიციალურად დაადასტურა, რომ პალოტასა და ფრიდკინს შორის კონტრაქტი გაფორმებულია და კლუბის გადაბარების პროცესიც დაიწყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები