Aa
Aa

საგოლე სერია ევროპა ლიგაზე - ლუკაკუ შირერის რეკორდს გაუთანაბრდა

ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის მატჩში რომელუ ლუკაკუმ „ხეტაფეს“ გაუტანა და ტურნირის ყველა დროის რეკორდს გაუთანაბრდა.

საქმე ისაა, რომ ბელგიელმა ფორვარდმა ევროპის რანგით მეორე საკლუბო ტურნირის ზედიზედ მე-8 თამაშში შეაგდო, რაც ალან შირერის რეკორდის გამეორებაა. ლეგენდარულმა ინგლისელმა ანალოგიურ შედეგს 2005 წელს მიაღწია.

ლუკაკუს საგოლე სვლა ჯერ კიდევ 2014-2015 წლების სეზონიდან იწყება, როცა მან „ევერტონის“ მაისურით ევროპა ლიგაზე ჩატარებულ ბოლო 5 მატჩში გაიტანა, ეს სერია კი მიმდინარე სეზონის ფლეი-ოფის სტადიაზე გააგრძელა და მომდევნო შეხვედრაში საერთოდ ყველა დროის რეკორდის გაუმჯობესება შეუძლია.

დიდი ალბათობით, ევროპა ლიგაზე ლუკაკუს მომდევნო თამაში „ლევერკუზენთან“ ექნება, რომელმაც გლაზგოს „რეინჯერსს“ პირველი მატჩი სტუმრად 3:1 მოუგო და დღევანდელ დაპირისპირებას დიდი უპირატესობით ხვდება.

„ინტერმა“ „ხეტაფეს“ ლუკაკუსა და ერიქსენის გოლებით 2:0 აჯობა და ამ ტურნირის მეოთხედფინალურ ეტაპზე 2004 წლის შემდეგ პირველად ითამაშებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები