Aa
Aa

ზედიზედ 3 კვირა - NBA-ში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა

ნაციონალურმა საკალათბურთო ასოციაციამ სეზონის განახლების შემდეგ, კორონავირუსის ტესტირების შედეგები პირველად გამოაქვეყნა.

29 ივლისიდან მოყოლებული NBA-მ საერთო ჯამში 343 კალათბურთელი შეამოწმა და Covid-19 არცერთ მათგანს დაუდასტურდა. ორლანდოში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა ზედიზედ მესამე კვირაა არ დაფიქსირებულა, რაც ნიშნავს, რომ ლიგის მიერ შემუშავებული „ბაბლის“ პროექტი წარმატებით მუშაობს.

Covid-19-სგან თავისუფალი გარემოს მიუხედავად, ორლანდოში მყოფი გუნდების წარმომადგენლებს პროტოკოლის მიხედვით მოქმედება ევალებათ. ESPN-ის ცნობით, ისინი ყოველ დილით კითხვარს ავსებენ, ტემპერატურას იზომავენ, სოციალური დისტანციის წესებს იცავენ და პირბადეებს ატარებენ.

„სან ანტონიოს“ მთავარი მწვრთნელის, გრეგ პოპოვიჩის თქმით, NBA-ის კალათბურთელები საოცარ დისციპლინას იჩენენ და ეს მთელი ქვეყნისთვის მისაბაძი მაგალითი უნდა იყოს.

შეგახსენებთ, რომ ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია 31 ივლისს დაბრუნდა და რეგულარულში გუნდები 8-8 განსათეს შეხვედრას გამართავენ. პლეიოფის პირველი რაუნდი კი 17 აგვისტოს დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები