Aa
Aa

300 მილიონი 10 წლის განმავლობაში - NBA შავკანიანთა დასახმარებლად ფონდს ქმნის

NBA-ის გუნდების მფლობელები მომდევნო 10 წლის განმავლობაში 300 მილიონ აშშ დოლარს გადარიცხავენ საქველმოქმედო ფონდში, რომლის მიზანი შავკანიან მოსახლეობაში ეკონომიკური განვითარების დაჩქარება იქნება.

ფონდი სკოლის მოსწავლეებს, კოლეჯის სტუდენტებსა და კარიერის დასაწყებად მზად მყოფ შავკანიან მამაკაცებსა და ქალბატონებს პირველი სამსახურის პოვნაში, სამუშაო ადგილის შენარჩუნებასა და კარიერაში პროგრესის მიღწევაში დაეხმარება. ამასთან ერთად, მისი მიზანი რასობრივ უთანასწორობასთან და უსამართლობასთან ბრძოლა იქნება.

NBA-ის თითოეული გუნდი ყოველწლიურად 1 მილიონ აშშ დოლარს გაიღებს და გადარიცხავს ფონდში, რომელიც ლიგის მფლობელთა საბჭოსა და NBA-ის კალათბურთელთა ასოციაციის თანამშრომლობით შეიქმნა.

აქვე გეტყვით, რომ NBA-ის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას კალათბურთელთა შორის დიდი გამოხმაურება მოჰყვა. „ოკლაჰომას“ გამთამაშებელმა, კრის პოლმა განაცხადა, რომ ამაყია ლიგა და მისი კოლეგები თანასწორობისთვის და სამართლიანობისთვის ბრძოლას რომ განაგრძობენ. ლებრონ ჯეიმსმა კი აღნიშნა, რომ ეს ჟესტი ძალიან ბევრს ნიშნავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები