„სამარცხვინო და მიუღებელია
Aa
Aa

„სამარცხვინო და მიუღებელია" - ტრამპი NBA-ის აკრიტიკებს

აშშ-ის პირველმა პირმა, დონალდ ტრამპმა NBA-ის გუნდები გააკრიტიკა და მათ მიერ ეროვნული ჰიმნის დროს მუხლის მოდრეკასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.

„ვფიქრობ, ეს სამარცხვინოა. ჩვენ NBA-სთან ვმუშაობთ და ვმუშაობდით, რათა სეზონის განახლება შესაძლებელი ყოფილიყო. პირადად მე, ყველაფერს ვაკეთებდი, რათა NBA დაბრუნებულიყო. ამის შემდეგ კი ვხედავ ეროვნული ჰიმნის დროს ყველა მუხლს როგორ იდრეკს. ჩემთვის ეს მიუღებელია. როცა ვხედავ, რომ ცალ მუხლზე იჩოქებენ, უბრალოდ თამაშს ვთიშავ და NBA-ს აღარ ვუყურებ. ასეთი მატჩები ჩემთვის უინტერესოა და დარწმუნებული ვარ, ჩემს პოზიციას ძალიან ბევრი იზიარებს.

ჩვენი დროშის, ქვეყნისა და ჰიმნის წინაშე ფეხზე უნდა ვიდგეთ. ვიცი ბევრი მეთანხმება და თუ ვცდები არჩევნებს წავაგებ, მაგრამ ჩემთვის ეს დიდ პრობლემას არ წარმოადგენს. მე ჩემი ქვეყნისთვის და დროშისთვის ყოველთვის ფეხზე ვიდგები“.

შეგახსენებთ, რომ NBA-ში კალათბურთელები, მწვრთნელები და ტექნიკური პერსონალის წარმომადგენლები ჰიმნის დროს მუხლის მოდრეკით მოძრაობა Black Lives Matter-ს მხარდაჭერას უცხადებენ. ყველაფერი კი „სან ფრანცისკო ფორთი ნაინერსის“ მოთამაშემ, კოლინ კაპერნიკმა წამოიწყო, რომელმაც რამდენიმე წლის წინ, ამ ჟესტით ქვეყანაში არსებული რასობრივი უთანასწორობა და შავკანიანთა მიმართ პოლიციის მიერ გამოჩენილი ძალადობა გააპროტესტა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები