ბეილი განაცხადს მიღმა დარჩა - ზიდანმა სიტისთან მატჩისთვის 24 ფეხბურთელი შეარჩია
Aa
Aa

ბეილი განაცხადს მიღმა დარჩა - ზიდანმა სიტისთან მატჩისთვის 24 ფეხბურთელი შეარჩია

მადრიდის „რეალი“ „ნისლიან ალბიონზე“, „სიტისთან“ გასამართი განმეორებითი მატჩისთვის გარეტ ბეილის გარეშე გაემგზავრება. „სამეფო კლუბის“ მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა უელსელი ფეხბურთელი განაცხადს მიღმა დატოვა.

„ბლანკოსმა“ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის პირველი შეხვედრა 2-1 დათმო და მინიმუმ 2 გოლი აქვს გასატანი, თუმცა „ზიზუმ“ ბეილის წაყვანა საჭიროდ არ ჩათვალა და აქცენტი სხვა ფეხბურთელებზე გააკეთა.

მეკარეები: კურტუა, არეოლა, ალტუბე.

მცველები: კარვახალი, მილიტაუ, რამოსი, ვარანი, ნაჩო, მარსელო, მენდი, ერნანდესი.

ნახევარმცველები: კროოსი, მოდრიჩი, კაზემირო, ვალვერდე, ისკო.

შემტევები: აზარი, ბენზემა, ლუკას ვასკესი, იოვიჩი, ასენსიო, ბრაჰიმ დიასი, ვინისიუსი, როდრიგო.

აღსანიშნავია, რომ რამოსი მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს, მაგრამ გუნდთან ერთად მაინც გაემგზავრება.

ცნობისთვის, „ქალაქელებისა“ და „სამეფო კლუბის“ დაპირისპირება 7 აგვისტოს, თბილისის დროით 23:00-ზე დაიწყება. „სიტიმ“ პირველ შეხვედრაში სტუმრად 2-1 იმარჯვა და წყვილის ფავორიტად მიიჩნევა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები