მიქაუტაძის გოლი - ქართველების
Aa
Aa

მიქაუტაძის გოლი - ქართველების "გენტმა" მეტოქე დაამარცხა

ბელგიის ჩემპიონატის დაწყებამდე „გენტმა“ ბოლო ამხანაგური შეხვედრა გამართა.

ქართველების გუნდმა ბელგიის მეორე დივიზიონის „სერენი“ ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

ტაიმის მიწურუს მასპინძლები ჟორჟ მიქაუტაძემ დააწინაურა. დიახ ქართველი ფეხბურთელი,რომელიც 19 წლისა არის და საფრანგეთის მოქალაქეა. ჟორჟი „მეცის“ საკუთრებაა და ბელგიულ კლუბში განათხოვრებულია.

შეხვედრის 78 წუთზე სემი მაჰურმა ანგარიში გაათანაბრა.

გამარჯვების გოლი კი 88 წუთზე მატეო პარმენტერმა გაიტანა.

საქართველოს ნაკრების ფორვარდი გიორგი ქვილითაია სასტარტო შემადგენლობაში იყო, ხოლო გიორგი ჩაკვეტაძე ჯერ თამაშისთვის მზად არ არის.

ბელგიის ჩემპიონატი სტარტს 9 აგვისტოს აიღებს და „გენტი“ გასვლაზე „სენტ ტრუიდენს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები