პირესმა დაასახელა ფეხბურთელები, რომელთაგან ყველზე მეტი ისწავლა
Aa
Aa

პირესმა დაასახელა ფეხბურთელები, რომელთაგან ყველზე მეტი ისწავლა

რობერ პირესმა BBC-ისთან საუბრისას დაასახელა ფეხბურთელები, რომელთაგანაც თავისი კარიერის მანძილზე ყველზე ბევრი ისწავლა.

ნაკრებში თამაშისას ზიდანისგან ბევრი რამ ვისწავლე. ის ლიდერი და ძლიერი პერსონაჟი იყო.

როცა 2000 წელს „არსენალში“ გადავედი, იქ დენის ბერგკამპისგანაც ბევრი ვისწავლე. ის გუნდის ტვინი იყო, მოედანზე ყველაფერს გვიმარტივებდა.

მომწონდა თუ რა ტიპის მოთამაშეც იყო ბერგკამპი. დღეს კი კევინ დე ბრუინის თამაშის ყურება მიყვარს. ასევე, მომწონდა ანდრეს ინიესტას თამაშის ყურებაც. ბერგკამპი ვენგერისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე იყო“.

პირესმა ბევრისთვის მოულოდნელად ტიერი ანრი „თამაშგარეში“ დატოვა. ფრანგმა საუბარი თავის კარიერაში ყველაზე რთულ მეტოქეებზე განაგრძო:

„პრემიერლიგაში ყველაზე რთული მეტოქეები ჯონ ტერი და რიო ფერდინანდი იყვნენ. „მანჩესტერთან“ და „ჩელსისთან“ გამართული შეხვედრები ყოველთვის რთული იყო. ისინი ძალიან უხეშები და ფიზიკურად ძლიერები იყვნენ.

საფრანგეთიდან სათამაშოდ ინგლისში გადასვლა რთული ნაბიჯი იყო. მახსოვს ვენგერმა მითხრა: „ეს იგივე ფეხბურთი არ არის, როგორიც საფრანგეთში. ფიზიკურად უფრო რთულია, სწავლა მოგიწევს“.

ჩემი სადებიუტო მატჩი „სანდერლენდის“ წინააღმდეგ იყო. სათადარიგო სკამზე ვიჯექი და 20-25 წუთის შემდეგ ვფიქრობდი - „ოჰოო, ეს ფეხბურთი საჩემო არ არის“.

შეგახსენებთ, რომ რობერ პირესმა „არსენალში“ 2000-2006 წლებში ითამაშა. მის ანგარიშზე 283 შეხვედრაში, 85 გოლი და 41 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები