Aa Aa
5 აგვისტო 2020  |  15:32

კიდევ 5 ახალი ფეხბურთელი - სიტი სატრანსფერო ბაზარზე დომინირებს

მას შემდეგ, რაც „მანჩესტერ სიტი“ უეფას ტურნირებიდან 2 წლით მოკვეთას გადაურჩა, კლუბი სატრანსფერო ბაზარზე არნახულად გააქტიურდა.

როგოც მოგეხსენებათ, „ქალაქელებმა“ უკვე გაიფორმეს ფერან ტორესი, რომელიც „ვალენსიადან“ 20.9 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ გაიფორმა, თუმცა როგორც ირკვევა გვარდიოლას გუნდი კიდევ 5 ტრანსფერის განხორციელებას გეგმავს.

Sky Sports-ის ინფორმაციით, „სიტი“ ტორესის შემდეგ ხუთ მოთამაშეს უმიზნებს - 2 ცენტრალური მცველი, 1 მარცხენა მცველი, ასევე დავიდ სილვასა და სერხიო აგუეროს შემცვლელები.

სილვას ნაცვლად კლუბი ჟოაო ფელიქსს განიხილავს, ხოლო აგუეროს პოზიციაზე ლაუტარო მარტინესს. „სიტის“ საკმაოდ გრანდიოზული გეგმები აქვს და გვარდიოლას საამისოდ 300 მილიონი ფუნტი ექნება გამოყოფილი.

პანდემიის შემდეგ, გრანდებს ტრანსფერებში დიდი თანხების გადახდა უჭირთ, თუმცა კლუბები, რომლებსაც შეიხები ხელმძღვანელობენ, ფინანსური კრიზისისგან დაზღვეულები არიან.

შეგახსენებთ, რომ პრემიერლიგის ახალი სეზონი 12 სექტემბერს დაიწყება და „სიტის“ ამ თარიღამდე ყველა ტრანსფერის განხორციელება სურს.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში