პელეგრინის გუნდის ახალი სამიზნე - ბრაჰიმ დიასი ბეტისში?
Aa
Aa

პელეგრინის გუნდის ახალი სამიზნე - ბრაჰიმ დიასი ბეტისში?

მადრიდის „რეალის“ 21 წლის შემტევის, ბრაჰიმ დიასის საკუთარ რიგებში ხილვით სევილიური „ბეტისი“ ინტერესდება.

Mundo Deportivo-ს ცნობით, ანდალუსიელები „რეალთან“ მოლაპარაკებებს მართავენ, რათა ახალგაზრდა მოთამაშე 1-წლიანი საიჯარო ხელშეკრულებით აიყვანონ.

როგორც ვიცით, „სამეფო კლუბს“ დიასის განათხოვრება გადაწყვეტილი აქვს და შესაბამისი წინადადებების მოსასმენად მზადყოფნას გამოთქვამს.

ახალგაზრდა ფეხბურთელსაც მეტი სათამაშო პრაქტიკის მიღება სურს, რისთვისაც „ბეტისი“ კარგი ვარიანტი უნდა იყოს. სევილიელთა მწვრთნელად დაინიშნა გამოცდილი მანუელ პელეგრინი, რომელიც „ბენიტო ვილამარინზე“ ევროტურნირებზე გუნდის გაყვანის ამბიციებით მივიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები