ბენფიკა ევერტონის ტრანსფერის დახურვასთან ახლოსაა
Aa
Aa

ბენფიკა ევერტონის ტრანსფერის დახურვასთან ახლოსაა

ბრაზილიური Globoesporte-ს ცნობით, ლისაბონის „ბენფიკამ“ და „გრემიომ“ ევერტონ სოარეშის ტრანსფერის თაობაზე თითქმის მოილაპარაკეს.

გუშინ საღამოს მხარეებს შორის ვიდეოკონფერენცია შედგა, რომლის დროსაც დაზუსტდა, რომ პორტუგალიელები ფეხბურთელის სანაცვლოდ 22 მილიონ ევროს გადაიხდიან, რასაც მომდევნო 5 წლის განმავლობაში ბონუსებიც დაემატება.

პორტუგალიურ-ბრაზილიური დიალოგის მომდევნო და, სავარაუდოდ, დასკვნითი ნაწილი უახლოეს დღეებში შედგება და დიდი ალბათობით, ახალგაზრდა შემტევის „არწივების“ რიგებში ტრანსფერი ოფიციალურად ამის შემდეგ გამოცხადდება.

აღსანიშნავია, რომ თავად 24 წლის ფეხბურთელმა პრემიერ ლიგის კლუბ „ევერტონში“ გადასვლას „ბენფიკაში“ თამაში ამჯობინა. ამის მიზეზად სახელდება ჟორჟე ჟესუშის ფაქტორი, რომელმაც ევერტონის „და ლუჟზე“ გადაყვანა კლუბს ერთ-ერთ პრიორიტეტად დაუსახა.

გამოცდილი სპეციალისტი ბოლო 2 წლის განმავლობაში ბრაზილიურ „ფლამენგოში“ მუშაობდა და „გრემიოს“ ერთ-ერთ ლიდერის კარგმა თამაშმა მისი ყურადღება სწორედ ამ პერიოდში მიიქცია.

აქვე დავამატოთ, რომ „ბენფიკა“ პარალელურად ედინსონ კავანის გადაბირებაზე მუშაობს და როგორც დღეს გამოცემა Abola-მ დაწერა, ურუგვაელი ვარსკვლავი კლუბს პასუხს კვირის ბოლომდე მოახსენებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები